Предыдущая публикация
წლებსაც
გამომიტირებს
წლებმა იდარდონ
ჩემს გულს
რა უჭირს,
რატომ გასდევენ
შენს ტუჩებს
ისევ
სურნელი
მარწყვის,
პიტნის,
ალუჩის.
მე შენი მზერა
ისევ მიზიდავს
როგორც მზე
ცის კარს
ჩუმი თარეშით,
ოხ!როგორ მინდა
მუდამ გდიოდეს
ნაოჭებს შორის
სითბო თვალებში.
ისევ გასდევენ
შენს თმებს
სურნელნი
ყოჩივარდის და
ციცქნა იისა
შენი ღიმილი
ისევ თბილია,
როგორც ის ღამე
გამთენიისას.
აჩიკო ჯოჯიშვილი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3