დილიდანვე ისე გაწვიმდა,
მიწის სურნელი ვიგრძენი სახლში,
წავალ ახლა და მეც სხვა რა მინდა..
ქოლგის მაგივრად ჩემს გრძნობებს გავშლი..
ხან ცისარტყელას მოვეფერები,
ხანაც ნამიან ქორფა ბალახებს..
ეს ცა, ეს წვიმა და ეს ფერები
სხვა სამყაროში გადამასახლებს..
წვიმს.. უცნაური სიგიჟე მიპყრობს,
მზე იმალება ღრუბლის ფარაში..
მე გთხოვ არასდროს არ დამივიწყო
და თუ ამ ჩემ შ გულს წიგნად გადაშლი
ნუ გაკვირდები მისი სიმძიმით,
ნუ გაგაოცებს შუქი პატარა,
შენ ჩემში ხარ და როცა გიგრძენი,
მზის შუქმა აქაც შემოატარა..
წვიმს.. დილიდანვე ისე გაწვიმდა,
მიწის სურნელი ვიგრძენი სახლში,
წავალ ახლა და..მეც სხვა რა მინდა,
ქოლგის მაგივრად ჩემს გრძნობებს გავშლი..
ქეთი დუღაშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3