Предыдущая публикация
ქარის ჩურჩულს ჩუმად მღერის სექტემბერი,
ყვითელ ფოთლებს ტანთ ჭორფლები გასჩენია,
რომ იცოდე, ახლა როგორ გეფერები...
რაც ზერელედ არასოდეს არ მჩვევია.
ზღვის ნაპირებს ცა ფირუზით მისდგომია,
სავსე განცდაც სუნთქვით ვარცხნის ქვიშის ტიტებს,
მზეს თუ გაფცქვნი, დამიხატე ის თოლია,
რომ მიფრინავს და ნისლებსაც ფანტავს მწიფეს.
შენი გული იმ სიყვარულს გაეკიდა,
სულს რომ ანდო გზა სიმშვიდით გასავლელი,
ამ ცხოვრებას სულ არ ჰკითხო, ნეტავ - რატომ?
და არა სთქვა, რომ წლებია დასათვლელი...
დროის ათვლას მეცხრე წუთი ემიჯნება,
მას რომ ეძებს მონუსხული წამის ჯერი,
შენზე ლოცვას ჩემი ფიქრი ებჯინება
და ამ ლექსით ჩვენ ორნი ვართ წამიერი...
/ შალვა ლონდარიძე /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2