Предыдущая публикация
გოგო ლამაზთოლება...
სიყვარულის კოცონს გავდა
მასთან განმარტოება.
გოგოს თბილი ხმა ჰქონდა და
გაბუსხული ტუჩები,
სხვაზე ფიქრი არ მქონდა და
ის მეგონა სულ ჩემი...
ღამღამობით ანგელოზი
მასზე ლექსებს ყვებოდა...
ველოდი თუ არ ველოდი,
ყველგან თან დამყვებოდა...
ნეტა სად და ნეტა როგორ
შემიტყუა ფარულად...
საძაგელი, ცელქი გოგო
შე მო მე სი ყვა რუ ლა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2