Предыдущая публикация
გამაგონე შენი თბილი ხმა...
ვმალავდი და მთვარეს ვერ დავუმალე,
შენ რომ ჩემი
სიყვა რუ ლი ხარ!
ვუყვებოდი ვარსკვლავებს და მნათობებს,
ვისი სული, ვისი გული მსურს...
მინდა ჩემი მონატრება გათბობდეს,
გიყვარდე და გვერდით მყავდე სულ.
მინდა ვნახოთ ცხრა ია და ცხრა წყარო,
მეცხრე კარი შევულეწოთ ცას,
მერე ჩვენი ერთად ყოფნა ვახაროთ
ყველას, ვისაც სიყვარული სწამს...
რამდენს ვფიქრობ, რა საყვარლად გავები,
უშენობა აღარ მინდა ხვალ...
შენ ისეთი ლამაზი გაქვს თვალები,
შენ ისეთი კარგი ვინმე ხარ!
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7