ქალური ხიბლით და ქერა თმით...
ფიქრების ტყვე ვხდები ანაზდად,
თვალს ვეღარ გაშორებ ვერაფრით...
გიმზერენ ველური იერით
და ქარიც მამრივით ავშარობს.
ვნება კი, ასეთი მშიერი,
ფეხდაფეხ მოგყვება ქალშავო...
არ ვიცი, ან ჩემგან რა გინდა,
ან სხვას რად
უღიმი ამ დილით...
ლამის და გაიქცეს კაბიდან
სხეული - თვალებით გახდილი...
უფალს ვთხოვ: ღვთის მადლო, ამ წამებს
ნუ მოშლი, ნურც გამომილევო.
მერე რა - თუ ფიქრი მაწამებს,
თუ მზეზე მწველი ხარ, ლილეო...
ღმერთქალო, გიმზერდე, სულ მინდა,
ხან მზის და ხან მთვარის ჯინაზე.
ვერსაით წამივა გულიდან
ეგ შენი ველური სინაზე...
მოჰყვები ჩემს ქუჩას ლამაზად
და ქარიც მამრივით ავშარობს...
იღვიძებს ვნება და ანაზდად
მუხლებზე გასკდება, ქალშავო!
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
და ქარიც მამრივით ავშარობს...
იღვიძებს ვნება და ანაზდად
მუხლებზე გასკდება, ქალშავო!
სხეული - თვალებით გახდილი...
ხან მზის და ხან მთვარის ჯინაზე.