Предыдущая публикация
- არა?
ეკითხები
ისევ გვირილებს,
ისევ ბავშვი ხარ,
სიყვარულო,
ბავშვივით ხარობ...
როცა ღიმილით
წამოგცდება:
,,შენი ჭირიმე,"
გვირილა
როგორ გაგიბედავს, -
,,არ უყვარხარო..."
- ვუყვარვარ?
- არა?
ყველაფერი
ღმერთის ნებაა,
ის რაც გულშია,
შენია და
გიჭირს გამხელა...
ჩემი ცხოვრება
დაკარგული
ნეკნის ძებნაა,
ნეკნის, რომელსაც
სიყვარული
ჰქვია სახელად...
დათო ახლოური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2