ყარაულად შენს თვალებთან დააყენონ მაშველი!
ვაი და დავიხრჩვი – გავხდი საშველი?!
დამეხმაროს უნდა მთამსვლელი –
შენი გულის ალპების ვერ მივიღე ქულა გამსვლელი...
პოლიცაებო, გაათრიეთ წერის მუზა!
შენზე ფიქრის მძირავს ღუზა...
რევოლუციას გთხოვ, ჩე გევარა –
დიქტატორი არ გადის თავიდან, არა!
ბატონო მოსამართლევ, რატომ არ ვარ მართალი?
რატომ მომისაჯეთ მილიარდი დაგრეხილი კვარტალი?
მეცნიერებო, სასწრაფოდ მოიწვიეთ კონსილიუმი!
ამიხსენით რატომ შეიცვალა ჩემი დროის კონტინიუმი...
ყარაულად შენს თვალებთან დააყენონ მაშველი!
ვაი და დავიხრჩვი – გავხდი საშველი?!
ვაი და არ გვიწერია ვიყოთ ერთად?!
ვაი და შემიყვარდი უსასრულოდ მეტად?!
ეგებ არის ალტერნატიული სამყარო?
გამოდის, ამაზე იმედი უნდა ვამყარო...
მაგრამ, სხვაა ის მე – პარალელური,
ამით ვერ მოთვინიერდება გრძნობა ველური...
ვიხრჩობი,
ვეღარ გადაგირჩები აწი მგონი,
და არავინ გაბედოს საშველი მესროლოს რგოლი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1