Предыдущая публикация
რომელი მომავალი დავგეგმო,
როცა შესაძლოა,
ქვაფენილიან აღმართზე ფეხით ავდიოდე
და წინ მიმავალი მანქანის მიერ ასხლეტილმა ქვამ,
საკუთარი სიკვდილიც რომ ვერ გავიგო,
ისე მოულოდნელად მომკლას.
...
შენი ტუჩებივით წითელია
ჩემი გახეთქილი წარბიდან მოთქრიალე სისხლი...
და შენი მარადიული სიყვარული ჰქვია
ჩემს დროებით სიცოცხლეს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6