Предыдущая публикация
საჩუქარი მოგიტანე.
ვიცი,
რომ მოგეწონება.
შეუძლებელია,
სულ ცოტათი მაინც არ გაგიხარდეს
და დანარჩენი,
სისულელეა ყველაფერი.
მე მეყოფა შენი გულის სულ პატარა რეჩხიც კი,
რომ ღიმილით
და სტვენა-სტვენით
ჩავიარო ეს გრძელი დაღმართიც,
სამარშრუტო ტაქსით მგზავრობამაც არ დამღალოს
და საკუთარი სახლის კიბეებიც ერთი ამოსუნთქვით ავირბინო.
მიყვარხარ
და ბედნიერი ვარ.
უბრალოდ,
ვარ ჩემთვის ბედნიერი.
...
იცვლება დრო,
იცვლებიან ადამიანები,
მაგრამ არის რაღაც,
რაც ღმერთამდეა მისატანი
და მე მივიტან.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5