Предыдущая публикация
შემიყვარდი, აი ისე...
როგორც ჩიტებს უყვართ ბუდე,
შიგ რომ თბილად ჩასხდებიან
და ამ სითბოს არ აქვს ზღუდე.
აი, ისე შემიყვარდი,
ყვავილი რომ გაიშლება,
მიწას სურნელს რომ აჩუქებს
და ქარში არ დაიშლება.
ჰო... მე ისე შემიყვარდი,
როგორც შავ ზღვას - თეთრი გემი,
ტალღებით რომ აფრებს მოჰბანს
და დარჩება მშრალად ფერი...
მერე, ცა რომ გაიშლება
და მის მკერდში დღეს ჩახატავს,
რაც მინდოდა ისე ვერ ვთქვი,
მაგრამ გრძნობას მზე გადაჰბანს...
მისი ცეცხლით რომ გააწრთობს
ნაფიქრალით მონატრებას,
სურვილებს კი, წამი ანდობს
დროის უხმოდ მობარებას.
მე შენ ისე შემიყვარდი,
როგორც ჩემი სულის სუნთქვა,
თაიგული შეგიკარი,
შენ, ჩემი ხარ, ჩემი! სულ სხვა...
/ შალვა ლონდარიძე /


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10