Предыдущая публикация
მინდა, რომ იმედს შენ მაზიარო.
გთხოვ თუ შემხვდები ხელი ჩამჭიდე
და როგორც უცნობს არ ჩამიარო.
გზადაგზა ისევ უხმოდ დაგეძებ,
თუნდაც პატარავ, თუნდაც ხნიანო.
მინდა, რომ გნახო, მაგრამ სულ ვშიშობ,
შეხვედრა, რომ არ დავაგვიანო.
მე თვითონ უკვე არ ვიცი ვინ ვარ.
არავინ არ ვარ, მსურს ვაღიარო.
ძალა აღარ მაქვს ღვარძლსა და შურში,
ეს გზა ტაძრამდე, რომ გავიარო.
ყველგან დაგეძებ, ვერსად გიპოვნე
და ისევ გიხმობ მადლის ზიარო.
სულ ერთი სიტყვა მჭირდება შენგან,
გულის ტკივილი, რომ დავიამო.
წყაროს წყალს ვითხოვ, შხამს მაპარებენ
და მზად არიან გადამიარონ.
მე შენ მჭირდები, გემუდარები,
გადამარჩინე ადამიანო.
22.08.16.
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11
Im gzas gavuyve tadzramde tu midis..
Msurs es tkivili shen damiamo..
Ra vqna..ra vuyo..mimdzims..sul mtkiva..
Es tkivili me vin damiamos..
Minda icode mxolod am qveynad minda orivem im gzit viarot..
Gulo damshviddi..sulo iyuche..am tkivils ra vuyo vin damiamos..
Shen xo icodi gadavigale..ufalo mishvele rit daviamo..?