და დანის ჩარტყმა ზურგში, ბევრჯერ, მეც მიგემია,
სისხლადქცეულმა, ცრემლების ზღვამ ბევრჯერ დამფარა,
მაგრამ ღალატი არასოდეს გამიბედია,
ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ, სწორედ ამიტომ,
შხამგარეული შარბათიც კი დამილევია,
იუდას ამბორს შორიდან ვცნობ და თავს ვარიდებ,
რადგან სიცოცხლე, ამისათვის, მე არ მრგებია,
დაცემულს, სწორედ ის, მადგამდა ფეხს ვინც მიყვარდა,
მაგრამ ადგომა არასოდეს დამზარებია,
სიყალბით სავსე ბოროტება სულით მიგრძვნია
და სიკეთეში არასოდეს ამირევია,
მესაკუთრე ვარ, იმას ვიცავ რაც მე მერგება,
მე მეკუთვნის და უფლის ნებით მხოლოდ ჩემია,
სხვისი სიმდიდრე, ოცნებაშიც, არ მინატრია,
მასთან შეხება, არასოდეს, გამიბედია,
ისევ დავეძებ, იმას, რასაც ვეღარ ვიპოვნი,
სიყვარულს ვეძებ, სიძულვილი მე არ მჩვევია
და ცრემლადქცეულ მოლოდინში სხივებს ვაგროვებ,
მზეს, შიშველ მკერდზე, თვითონვე რომ დაუბნევია...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6
უფალი მოჰკითხავს მოღალატეებს!