
------------------------------
ნეტავ ძველებურად გვიყვარდეს და
გრძნობაც ძველებურად გვერეოდეს,
მერე ერთად ყოფნის თვეებიდან
კაბა ტანზე აღარ მეტეოდეს...
კიდევ დავიჭერდი თვალხატულას
მახსოვს ზღაპრებიც და იავნანაც,
ასე სამჯერ გულით გავიხარე
აღუ, მედებოდა ფიანდაზად.
მინდა პაწაწუნა ცაცუნებით,
დილით ფერებაში გაღვიძება,
მიყვარს ჩვილის წრფელი ღიმილი და
დედის მკერდთან ტკბილი გარინდება...
ნეტავ ძველებურად გოგო ვიყო...
ძალა არასოდეს მელეოდეს,
შიშით არ შევხვდები მე თვის გასვლას
ნეტა კაბა აღარ მეტეოდეს...
ავტორი ანნა ზაკალაშვილი
18.01.2016.წ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8