ისეთი დღე დგებოდა,
შენ რომ მყავდი ამქვეყნად,
ისიც ,მავიწყდებოდა..
მიცქეროდა იმედი,
ხშირად ,ქრისტეს თვალებით,
ხატებს თვალს ვარიდებდი
ტკივილს მინაბარები..
განსაცდელით განმკურნე,
უფალს მაახლოვებდი,
რამდენ უღირსს ვარგუნე ,
სულის ბაჯაღლოები.
უთვისტომო გავათბე,
მე კი სევდა მახურავს,
ჩემს ედემში დავატკბე,
ვინც არ დაიმსახურა!
ლუკმაც არ გამიტეხავს
ეშმაკების ტაბლიდან,
დაჩოქილი ,ვინც მნახა,
მიყურებდა მაღლიდან.
ნუგეშს ველოდებოდი,
ლამის კეტებს მიშენდნენ,
შველას ვევედრებოდი,
თითქოს, ვეღარ მისმენდნენ..
თვალწინ ხელებს ვუქნევდი,
მაინც, ვერა მხედავდნენ,
როცა ,გუნდრუკს ვუკმევდი
ჩემს ჩაქოლვას ბედავდნენ!
სადღაც ,გვამის პატრუქში,
სული ძლივს მიბჟუტავდა,
სუბსარქისის ქარბუქში,
ეშმა თვალებს ჭუტავდა!
მაგლიჯავდნენ ნორჩ ფესვებს,
მე მათ ახლებს ვურგავდი.
არ მახსოვდა ოდესმე,
ლამაზ ქალებს თუ ვგავდი..
ჩავუვლიდი მათხოვარს-
უპოვარი,უფულო.
კრულვით გამომძახოდა,
ძუნწი ხარო,უგულო!
ამ ჩემს სასოწარკვეთას,
ვეღარავის ვუმხელდი,
და ანთებულს სანთელთან
კვლავ ,სიკეთეს ვუმღერდი!
სარკეში რას ვხედავდი,
ჩამოვგავდი პიეროს,
არვის გადავუხადე
ღმერთო სამაგიერო!
გეფიცები ამღვრეულ
გუბეებში ვფორთხავდი..
რა ვიცოდი ,აბნეულ
ამ გზას ,შენთან მოვყავდი!
ღმერთო, რა მაოცებდა,
ცრემლიც ვეღარ მშველოდა..
იცი ,რა მაცოცხლებდა,
შორს რომ პირმშო მელოდა!
გავუძლებდი ყველაფერს
მაინც ღმერთით -მჯეროდა,
გავუღიმე გაზაფხულს
შენს ნაჩუქარ გარიჟრაჟს,
ღმერთო ასე დაზაფრულს,
ხელი აღარ გამიშვა!
გმადლობ კარი გამიხსენ,
როცა ვაკაკუნებდი,
ღმერთო ,ყველა დაგვიხსენ,
გზაში დაკარგულები!
/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4
სულის ბაჯაღლოები.
უთვისტომო გავათბე,
მე კი სევდა მახურავს,
ჩემს ედემში დავატკბე,
ვინც არ დაიმსახურა!
როცა ვაკაკუნებდი,
ღმერთო ,ყველა დაგვიხსენ,
გზაში დაკარგულები!