Предыдущая публикация
ტკივილი გაგივლის,
ნუ განვსჯით - ვინმეს თუ წამოსცდა...
მე ვარ და კლდეების ნაგრილი,
ფიქრი რომ გიყვარდა წყაროსთან.
აქვეა ის სახლის ნაშალი,
ის ღრუბლის ნაფლეთა აქვეა,
მოვედი,
განა რას ვაშავებ,
ვიტირო -
ვისი რა საქმეა.
განცდები მძაფრდება ცრემლამდე,
ქარი კი ჩურჩულებს; -
ნუ მიხვალ...
ტყუილად მემდური - შენმა მზემ!..
კვლავ მენატრები და
მწყურიხარ!
ტარიელ ხარხელაური


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев