Предыдущая публикация
ორივეს, ჩვენი მოგვქონდა ტვირთი,
ახლა გრძნობები, სხვაგან დაჰქრიან,
როგორ ვუშველოთ ერთმანეთს, რითი?!
ჩუმად იყავი, ვიცი რას მეტყვი,
რაც ვთქვი, ვინანე იმ წამიერად,
ისე მიყვარხარ, რასაც გიშავებ,
სულ ყველაფერი მეპატიება.
ნუ მიბრაზდები, ნუ შეკრავ წარბებს,
გულში ჩამხედე, თვალებში არა...
ხომ დაინახე, ხომ დაიჯერე,
საპატიებლად ესეც ხომ კმარა?!
ნუ მიმატოვებ, ისედაც ცოტა,
დაგვრჩა დღეები საერთმანეთო,
ჩემზე იფიქრე ამიტომ, ჰოდა,
სხვა საფიქრალზე არ გადაერთო.
ჯერ მომეწონე, ახლა მიყვარხარ,
ისე შმაგად და ისე ძლიერად,
ჩემი ეჭვებით, რასაც გიშავებ,
შენც ხომ იცი, რომ მეპატიება...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2