ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო. ბრძენმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა:
- რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე.
ბრძენმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ მოხუცი ბრძენი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა.
- გამარჯობა, - უთხრა ბრძენმა ახალგაზრდას: - ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ.
- ოოო, ეს თქვენ ხართ, - გაიბადრა ახალგაზრდა: - თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ, გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც
მეყოლა და საერთოდ, ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა.
ბრძენი შეცბუნდა:
- კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი.
ახალგაზრდამ გაიღიმა:
- მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა, დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ“.
ასე რომ, თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იმავეს მოგაგებთ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 12