
უცებ მან დაინახა კაცი, რომელსაც მხრებით ძალიან დიდი ტვირთი მიჰქონდა. ეტყობოდა, რომ ასეთი სიმძიმისგან ფეხზე ძლივს იდგა.
რატომ იტანჯავ ასე თავს? – ჰკითხა მოხუცმა.
იმისთვის ვწვალობ, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ბედნიერები იყვნენ.- უპასუხა კაცმა.- ჩემი დიდი ბაბუა იტანჯავდა თავს ბაბუისთვის, ბაბუა- მამისთვის, მამა-ჩემთვის, მე კი, ჩემი შვილების ბედნიერებისთვის დავიტანჯები.
და ვინმე თქვენს ოჯახში იყო ბედნიერი?- დაინტერესდა მოხუცი.
ჯერჯერობით არავინ, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები, ალბათ, გახდებიან ბედნიერნი!- იმედით წარმოთქვა მოხუცმა.
სამწუხაროდ, გაუნათლებელი ვერ ასწავლის კითხვას, ხოლო თხუნელა ვერასდროს გაზრდის არწივს!- თქვა მოხუცმა ბრძენმა კაცმა. – ჯერ თვითონ უნდა ისწავლო – იყო ბედნიერი, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ, ასწავლო ბედნიერება შენს შვილებს. ზუსტად ეს იქნება შენი ყველაზე ღირებული საჩუქარი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7