
იმიტომ რომ კარგი ხარ.
ეს მშვენიერი მიზეზია,
იმისთვის რომ ცუდი გახდე.
იმისთვის რომ შეიცვალო,
იმისთვის რომ საკუთარი გული ამოხიო,
როგორც თორმეტფურცლიანი რვეულის
შუა გვერდები.
შემდეგ მასზე დაწერო,
მე კვლავ დამტოვეს,
მე კვლავ დამტოვეს,
ისე როგორც ტოვებენ სახლებს,
როცა შორს და უმიზეზოდ,
მარტო მიდიან.
და შენ კვლავ ფიქრობ,
როგორ უნდა გახდე ცუდი,
როგორ შეცვალო
შენი თავი,
ასე ძალიან,
საპირისპირო მიმართულებით.
როცა გტოვებენ...
იმიტომ რომ კარგი ხარ..
აღარაფერი იქნება კარგად


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев