
არცერთ დაბადებისდღეზე აღარ მოვა დედა.
აღარც მამა, მამა რომელსაც ძალიან ძალიან უყვარდი კატო.
აწი მხოლოდ ფოტოებში ნახავ დედას და მამას.
ნახავ როგორ გეხუტებოდნენ როგორ გკოცნიდნენ, როგორ გიჟდებოდნენ შენზე.
ხო ხედავ ძირითადად სულ შენი ფოტოები უყენიათ .
ძალიან გაგიმართლა მშობლებში, ძალიან უყვარდათ თავისი კატო ნუცას და სკირას.
მაგრამ იმაში არ გაგიმართლა რომ ჩვენ, შენთვის უცნობ ადამიანებს ჩქარა გვიყვარს მანქანის ტარება.
შენ არაფერი დაგიშავებია.
არც შენ მშობლებს.
იმ დღეს ძალიან არ გაუმართლათ კატო შენ მშობლებს.
ადამიანები ხშირად ვერ აღვიქვამთ რომ მანქანის მართვის დროს თუ ყურადღებით არ ვიქნებით და ფრთხილად არ ვივლით სულ რაღაც 1 წამში შეიძლება სხვა ადამიანები მოვკლათ და საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცეს..
სულ რაღაც 1 წამი და მთლიანად ამოყირავდა კატოს ცხოვრება.
მეორე დღესაც არ დარეკა დედამ.
არც მოვიდა.
ნეტა მამა რატო არ რეკავს.
რას ფიქრობს კატო.
რა ხდება კატოს გულში.
რას ფიქრობთ თქვენ როცა ჩქარა დაგყავთ მანქანა.
ფიქრობთ კატოზე ? 😔😢😭 vaime ra sashinelebaaa


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 126