ადრე მხოლოდ გულში მყავდი, ახლა სულშიც მომრავლდი,
ეგ ღიმილი თავგზას მიბნევს, მხიბლავს როგორც მირაჟი,
შენით ვნახე სიყვარული, დიდზე დიდი ტირაჟით.
მე ყველაზე ძალიან, შენი მწვანე მახარებს,
როცა online-ზე ხარ, მაუსს ვერ ვწევ სხვა მხარეს,
იმდღეს რაღაც გეწყინა, დამიკიდე ყურმილი,
მას მერე დრო გავიდა, მაგრამ მაინც დუმილი.
სად ხარ ნეტავ ვიცოდე, გულს მიკლავენ ეჭვები,
შენ ისეთი ტკბილი ხარ, ალბათ შემომეჭმები,
ვახ მე ჩემს თავს უბედურს, როგორ მიჭირს გაძლება,
მაგ ტუჩებით ვშიშობ რომ, სულ სხვა ვინმე გაძღება,
თუკი არ გენატრები და სხვისი ხარ საბედოდ,
ჩემი დედას ვფიცავარ მართლა მაგრად გამედო,
ამირიე ფიქრები, კაცი ვგავარ ლამანჩელს,
ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ და ვეღარ ვხედავ დანარჩენს.
თუ ლექსები არ მოგწონს, შენ ოღონდაც მითხარი,
უფრო მაგრებს დავწერ და მე ხომ ადრეც გითხარი,
ერთ დროს მარტინ იდენსაც უწუნებდნენ პოემებს,
მაგრამ კარგო იცოდე, ჩვენი გზა გვაქვს პოეტებს,
ისეთს ვტოვებთ ნაკვალევს, სიკვდილიც ვერ გვერევა,
ჩემს დაჯღაბნულ სტროფებშიც რაღაც გამოერევა,
ისეთი რაც დარჩება, ალბათ აღარ ვიქნები,
ოქრო, ვერცხლი რად მინდა, სიმდიდრედ მაქვს რითმები,
ხოდა მოდი გამოდი, სამუდამოდ შევრიგდეთ,
მინდა ისტორიაში, რომ ჩვენ ერთად შევიდეთ,
და თუ ახლაც არ მოხვალ, მაშინ შენზე ახია,
პირველი ხარ გახსოვდეს, ვინც გრძნობები დახია,
ერთს გეტყვი რომ ინანებ, მერე როცა დრო გავა,
დაინახავ რომ წლებმა ხალხი უცბათ მოგავა,
დაგრჩებიან გარშემო ღიპიანი ტიპები,
ვისაც ბევრი ფული აქვთ, და მამიკოს ჯიპები,
აი, მერე ჩაჯექი მაგ ჯიპში და მოხიე,
ოღონდ აღარ გაგიტყდეს, ხელი თუ სხვას მოვხვიე,
ეს საყარო ჭრელია, მძულს ეს თავის ფასება,
ვისაც არ ვევასები, არც მე არ მევასება,
ახლა მორჩა წავედი, შენ გიტოვებ არჩევანს,
ოღონდ სადაქალოში ნუ დაიწყებ გარჩევას,
შენი გქონდეს აზრი და შენით მოდი ჩემამდე,
არც თუ დიდი დრო დარჩა, გრძნობის გადარჩენამდე,
მეტი რაღა დავწერო, ანდა როგორ შეგაბა,
მსურდა რომ შენს გარდერობს, ჩემთან გადმოებარგა,
თუმცა შენს რას გაგიგებ, დუმს ფროიდის კრებული,
მატორი გაქვს გემოვნების ალბათ დასტუკებული*_*


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11