Предыдущая публикация
ჩემო საყვარელო მამა,
შენი სითბო და ალერსი
მაკლდა, არ მაკლდა განა?
როცა დამინახე და გადამკოცნე
ხელები აგითრთოლდა,
მე კი შევნიშნე თვალებში
რომ განუწყვეტლივ თოვდა.
გაიძახოდი: ,, აწი რა მიჭირს
ყველა ჩემს ირგვლივ არი''
მაგრამ ეს მკაცრი სიკვდილი
დაუნდობელი არის...
მოულოდნელად ხელიდან
გამოგვეცალე... წადი.
თვალცრემლიანი მუდამ გიხსენებ,
რა დამამშვიდებს მამი..
ისღა დამრჩენია სანთლები დაგინთო
ჩემო ძვირფასო მამიკო,
შენმა სიკვდილმა იცი რა მიყო?
გული შუაზე გამიყო.
ამ ჩემს გულის ჯავრს ვიცი..
ვერავინ გამიქარწყლებს,
შენს მოსაგონრად დავლევ
შესანდობარის ყანწებს..
იძინე ჩემო მამიკო,
მუდამ იყავი მშვიდად,
ყოველთვის მიგულე იცოდე,
საუკეთესო შვილად...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7