Предыдущая публикация
დაბადების დღეზე ნიკას
მამამ ლეკვი მოუყვანა,
ნეტავ ვის არ გაახარებს
საჩუქარი ამისთანა.
ბებომ ტორტი გამოაცხო,
არვინ არის ბებოს ფასი,
დედამ სუფრა გააწყო და
დაპატიჟეს მთელი კლასი.
სტუმრებს სუფრა დაავიწყდათ,
უნდათ ლეკვის მოხელთება,
ყველას მასთან თამაში სურს,
მისი გულში ჩახუტება.
იძახიან - რა ცელქია!
რა ღუნღულა! რა პატარა!
ლეკვუნიამ დაირცხვინა,
თვალზე თათი აიფარა.
მერე ყველას გაეპარა,
იატაკზე გაიცქრინა
და ბებიკოს სავარძელქვეშ
ნებიერად დაიძინა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2