დ ე დ ა სულ მენატრები და მესიზმრები, ჩემი ტკივილი ხარ, მიყვარხარ უსაშველოდ..ჩვენ ყველანი კარგად ვართ....
გული ვეღარ იტევს ამდენ სევდას და მონატრებას, სად ხარ დედა, რამ წამართვა ასე შენი თავი, ნუთუ დანაშაული იყო შენი ჩვენთან ყოფნა?
ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო და არ ყოფილა ასე, ვერა და ვერ შევეჩვიე უშენობას, ვერ შევეჩვიე შენს მონატრებას და ყველა შენს დაკარგულ დღეებს მე გულში სევდით და ცრემლით ვატარებ...
მაპატიე დედა..იქნებ ჩემგან გული გტკივა რომ ვერ დაგეხმარე, რა ვქნათ ასე ინება ღმერთმა და განგებამ..
– ვისაც დედა გყავთ...მოუარეთ და გიყვარდეთ უსაზღვროდ....
დედა ერთადერთია ვისაც უანგაროდ ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ, ისეთს მიგიღებს როგორსაც ცხოვრება გაგხდის, ეყვარები და არაფერს მოგთხოვს სანაცვლოდ... გულს ატკენ და ცრემლნარევი მაინც გაგიღიმებს..
არასწორად მოიქცევი და ფეხზე წამოდგომაში ისევ დაგეხმარება, შეცდომას დაუშვებ და უპირობოდ გაპატიებს..
ხშირად გვტკენია, განგვიცდია, გვიტირია, მივსულვართ, გულში ჩავხუტებივართ და დავმშვიდებულვართ..და გვიფიქრია, რა იქნებოდა ეს სიმშვიდის გრძნობა ყოველთვის გაგვყოლოდა თან.. მაშინაც კი, როდესაც დედასთან არ ვიქნებოდით...
იმაზე დიდი სიყვარული როგორც დედას შვილი უყვარს არ არსებობს... ამას ყველაზე უკეთ მაშინ აცნობიერებ, როცა თავადაც დედა ხდები, და უფრო მეტად გკტივა ყველა ის ტკივილი, რაც კი ოდესმე შენი დაუკვირვებლობით, დაუდევრობით, გამოუცდელობით და უნებურად მიგიყენებია დედისთვის...
ჰო, უნებურად... რადგან არც ერთ შვილს არ უხარია დედის ცრემლი და ტკივილი...
ბევრი რამის თქმა მინდა... ბევრი ფიქრი მაქვს თავში და მტკივნეული გრძნობა გულში... მაგრამ ...
უბრალოდ ვიტყვი :
”დეე, იცი დიდი ვარ მაგრამ მაინც მიყვარს შენთან ჩახუტება.. მაგრამ ვეღარ გეხუტები..
დე, იცი მე დიდი ვარ მაგრამ მაინც მიყვარხარ და შენსკენ ისევე მომიწევს გული, როგორც დაბადებისას შენს მკერდზე რომ ვიწექი და ძუძუს ვეძებდი...
დე, იცი როგორ მიყვარხარ.. ვერც კი წარმოიდგენ... მაგრამ ვიცი რომ გრძნობ... ხვდები...
იცი ყოველი წამი შენთან კამათისა როგორ მტკენდა გულს?... ((( მაგრამ ჩუმად ჩემთვის ვინახავდი გულში, რომელიც ამდენ ტკივილს ძლივს იტევს..
რაც არ უნდა მართალი ვიყო, და შენც ხვდებოდე, რომ ყველა ჩემი საქციელი რამაც შენ გული გატკინა, ცხოვრებამ მომიტანა, ცხოვრებამ, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლიდი... მაინც ყოველთვის ვნანობდი, და დღემდე ვნანობ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შენი სურვილის საწინააღმდეგოდ გადავდგი, დედი...
შენი ცრემლები დე ჩემთვის იცი რა ტკივილია.. თითოეულ წვეთს, რომელიც შენ თვალებიდან ჩამოგდის, ჩემი მოყვება გულში..
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ... უბრალოდ... ცხოვრებამ დამღალა დედი...
მაპატიე... ყველა ჩემს გამო დაღვრილი ცრემლი მაპატიე, დედი...
იცი როგორ მინდა ყველაფრის შეცვლა და თავიდან გავჩნდე, რომ შეცდომები აღარ დავუშვა... თუნდაც ეს შეცდომები სულ უმნიშვნელო იყოს სხვებისთვის, მაგრამ შენ გული გატკინა და ჩემს გამო ცრემლი გადინა...
...უბრალოდ გთხოვთ რომ გაუფრთხილდით დედებს.. სანამ დროა მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო! ... მე გამოცდილი ვარ თუ რა ძნელია დედის გარეშე ცხოვრება... და რამხელა ტვირთია... როცა ყველაფერი შენი ზურგით უნდა ატარო...რასაც გააკეთებ არაფერს სიხარული არ აქვს, უნიათოა დედის გარეშე ყოფნა, ამიტომ ჩაეხუტეთ დედებს, მოეფერეთ, იქამდე სანამ დედის სუნს არ შეიგრძნობთ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 18