Предыдущая публикация
და წლების რისხვით დავჩიავდები,
ვიცი, ყოველთვის მოგეწონები,
მჯერა, ყოველთვის რომ გეყვარები,
როცა მუხლებში სისუსტეს ვიგრძნობ
და დაეტყობა სახეს ღარები,
ზამთრის სითეთრე როცა დამათოვს,
სიბერეს, შენში დავემალები,
დრო ჩართულია, საათებს ითვლის
და ფოთოლცვენის რეკენ ზარები,
დრო გაიყინა ჩვენს ბილიკზე და
ბედნიერების, შედგნენ წამები,
გთხოვ ჩამეხუტე, ჩემო სიცოცხლევ,
მსურს გამომიღო გულის კარები,
მე შენ მიყვარხარ, მინდა გჯეროდეს,
სულის გაყრამდე, რომ მეყვარები...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев