ღმერთო, აზრო სამყაროს დასაწყისისა და არსებობისა, გთხოვ მორჩილებით, მარგუნე უნარი, რომ შემეძლოს დავეხმარო სხვას, როცა მე თვითონაც არ მექნება სახსრები ამისთვის.
გევედრები მასწავლე საუკუნო სიყვარული, რათა მიყვარდეს მთელი ჩემი არსით მიწიდან ზეცამდე.
უფალო, შემქნმელო კაცთა მოდგმისა, აცრემლებული გთხოვ მომეცი უსაშველო სიღარიბე ადამიანური გრძნობების გამოსაცდელად და მიწილადე სულიერი სიმდიდრე ზეციური განცდების გასაგებად.
ღმერთო, გამართიანებელო წამისა და წუთისა, მარგუნე ძალა რომ მხოლოდ სიყვარულის ენით ვისაუბრო და ვიცხოვრო სხვისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში.
გამომიგზავნე წვიმა, რომ შევიგრძნო სიცივე და მიეცი მზის სხივი მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება იგი.
გამომიგზავნე ცრემლი, რომ ლოცვის წაკითხვა შევძლო და მასწავლე როგორ გავიკვლიო გზა მიზნის მისაღწევად.
გევედრები, მიმახვედრე რისთვის უნდა ვიცოცხლო და როგორ მოვიდე შენამდე.
არ დაუშვა, რომ ვინმეს ვუღალატო, არ დაუშვა რომ ვინმე დავამცირო და გული ვატკინო.
ვიცი, რომ დამეხმარები, მაგრამ კვლავ თუ შემეშლება, მომეცი უნარი მისი გამოსწორების.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3