- უფალო, მინდა გავიგო, რა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი. ღმერთმა იგი ორ კართან მიიყვანა, შეაღო ერთი და კეთილი ადამიანი შიგნით შეიყვანა. იქ უზარმაზარი მრგვალი მაგიდა იდგა, რომლის ცენტრშიც დიდი თეფში იდო, საჭმელით სავსე.
კეთილმა ადამიანმა იგრძნო, რომ ნერწყვი მოადგა. მაგიდასთან მჯდომი ადამიანები მშიერები და ავადმყოფები ჩანდნენ. ისინი ყველა ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს შიმშილით კვდებოდნენ. ყველა მათგანს ჰქონდათ კოვზი, გრძელი-გრძელი სახელურით, რომელიც მათ ხელებზე იყო მიმაგრებული. მათ შეეძლოთ მიწვდენოდნენ საჭმელს, მაგრამ გრძელი სახელურების გამო პირთან ვერ მიჰქონდათ. კეთილი ადამიანი განცვიფრდა ასეთი სურათის დანახვაზე. ღმერთმა უთხრა: "ეხლახან შენ ჯოჯოხეთი ნახე."
ღმერთი და კეთილი ადამიანი მეორე კარისკენ გაემართენ. სცენა, რომელიც კეთილმა ადამიანმა დაინახა, პირველის იდენტური იყო. აქაც იყო ისეთივე უზარმაზარი მრგვალი მაგიდა, იგივე საჭმელი მაგიდის შუაგულში. ადამიანებს ეჭირათ ისეთივე გრძელ სახელურიანი კოვზები. მაგრამ ამჯერად ისინი მაძღრები ჩანდნენ, ბედნიერები და სასიამოვნო თემებზე საუბრობდნენ.
კეთილმა კაცმა უთხრა: "ვერაფერს ვერ ვხვდები."
- ყველაფერი ძალიან მარტივადაა, - უპასუხა ღმერთმა, - ამათმა ერთმანეთის გამოკვება ისწავლეს. ისინი კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.
ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთნაირადაა მოწყობილი. განსხვავება - ჩვენშია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7