ის ყოველდღე სთხოვდა დედას ძაღლი ეყიდა, მაგრამ უარს იღებდა იმ მიზეზით, რომ ის საკმარისად დიდი არ იყო ამისთვის.
საბოლოოდ ბიჭმა ხელი აიღო შინაური ცხოველის ყოლაზე.
თუმცა ერთ დღეს, ბიჭმა ქუჩაში ძაღლი დაინახა, რომელიც მისი დანახვის თანავე გამოიქცა და სახე აულოკა. ბიჭმა ძაღლი სახლში წაიყვანა.
სახელად მატსონი დაარქვა. იმის შიშით, რომ მის დედას რაიმე არ ეთქვა, ბიჭმა იგი თავის ოთახში დამალა.
შუა ღამით, დედა გაგიჟებული შემოვარდა შვილის ოთახში, რადგან გაიგონა ბიჭი ვიღაცას ელაპარაკებოდა. ქალმა იკივლა, როდესაც ოთახში ეს საშინელი სურათი დაინახა: ბიჭი ძაღლის უსიცოცხლო გვამს ეხვეოდა, რომელის ხორციც მთლიანად მატლებს შეეჭამათ. მან დედას უთხრა – ხედავ, ხომ გითხარი, რომ ოდესმე ძაღლი მეყოლებოდა.დედამ, ხელთათმანები გაიკეთა, ძაღლის ძვლები მოხიკა და უკანა ეზოში დაწვა. ბიჭი გაბრაზდა და დედას უყვირა – შენ ჩვენ ვერ დაგვაშორებ დედა! მე შენ მძულხარ!
მეორე დღეს დედამ ბიჭი ფსიქიატრიულში მიიყვანა, რადგან დარწმუნდა, რომ მისი ფსიქიკა არამდგრადი იყო. 5 თვის შემდეგ, ექიმებმა ბიჭი ფსიქოლოგიურად სტაბილურად გამოაცხადეს. მეორე დღეს, პოლიციაში ზარი შევიდა. მეზობლები ჩიოდნენ, რომ ბიჭის სახლიდან ყვირილის და ჩხუბის ხმა გამოდიოდა. პოლიციამ კარები შეამტვრია და შიგნით საშინელი სურათი დახვდა. ბიჭის დედა მკვდარი იყო, მთელ სხეულში დანის 57 ჭრილობა ჰქონდა. მოგვიანებით ბიჭიც იპოვნეს თავის ოთახში, რომელიც ძაღლს დანას უტყავდა. ის ძაღლის სისხლის იყო ამოსვრილი. ბიჭს დედის სისხლიც ჰქონდა მოცხებული.
როდესაც პოლიციამ ჰკითხა, თუ ეს რატომ გააკეთა ბიჭმა უპასუხა - იმიტომ რომ ასე მატსონმა მითხრა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7