Предыдущая публикация
სკოლაში გინდა წასვლა?
მან ჯერ ტანსაცმელს დახედა
მერე პასუხი გამცა
სკოლაში მინდა ბაბუა
მაგრამ არ ვიცი რა ვქნა
მე თავზე ხელი მოუსვი
მას კი ცრემლები წასკდა
გულ-ამღვრეულმა დავტოვე
თვალებში ბინდი გაჩნდა
ცოტა ხნის მერე დავბრუნდი
მაგრამ იქ აღარ დამხვდა!
და მეც მასავით ავტირდი
არც მე არ ვიცი რა ვქნა
ოღონდ სკოლაში მატარა
და სულ არ მინდა ჩაცმა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17