-ეჭვიანობ დინა?
-დიახაც.
-არ მენდობი?
-კაცის თვალი ხარბია მაინც.
-შენ დაასკვენი?
-არა,სტატისტიკა ამტკიცებს და მონაცემები.
-ყველას არ ეხება მერე ეგ სტატისტიკა და მონაცემები.
-უმეტესობას ხომ ეხება? ღალატი ხომ ხშირია? ის კი არა და, ქართველ კაცს გენეტიკაში უზის საყვარელ ქალზე ღალატი.დაავადდებიან ასე რომ არ მოიქცნენ.- ნერვები მომეშალა.
-ადამიანს გააჩნია დინა.ღალატს რა უნდა? - არც არაფერი,უბრალოდ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო კაცმა ეგ საქციელი და მოღალატე არ უნდა დაირქვა,მითუმეტეს საყვარელი ქალის თვალში.. მაგრამ აქ მეორე მხარეცაა დინა!
-რა მხარე? - დავინტერესდი.
-ის მხარე,რომ ვისაც ურაღალატეს უნდა დაფიქრდეს რატომ უღალატეს,მარტო ერთი მხარე არაა დამნაშავე. საკუთარ ქმედებებს უნდა გადავხედოდ პირველ რიგში და მერე გამოვიტანოთ დასკვნები,რამ უბიძგა ღალატისკენ? იქნებ პასუხი ჩვენსავე თავში აღმოვაჩინოთ, მაგრამ არ ვაღიაროთ ეს."მაგრამ ადამიანი იცი როდისაა მაღალი? როცა საკუთარ შეცდომას ხმამაღლა იტყვის და საკუთარ თავს განსჯის დაფარვის გარეშე." ორს შორის ურთიერთობებს მესამე არ აფუჭებს დინა,ბზარი უკვე გაჩენილი იყო მესამე რომ გამოჩნდა ურთიერთობაში.ყველას არ შეწევს იმის ძალა,რომ მესამე არ ჩარიოს აქ,თითქოს საშველს მასში ხედავენ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ადამიანს,მითუმეტეს კაცს, იმდენი ძალა უნდა ეყოს, რომ საკუთარი ბინძური ნება-სურვილები დაიოკოს. - სადღაც მეტკინა მისი ნათქვამი ღალატზე.ბექა გამახსენდა,ანუ მეც ვარ დამნაშავე?მოვიწყინე.შემატყო.- რა მოხდა? რატომ შეგეცვალა სახე?
-ბექამ მიღალატა,სხვაში გამცვალა,სხვა შეუყვარდა.მე ვიყავი დამნაშავე? - მივახალე აღელვებულმა.მასაც ეცვალა სახის გამომეტყველება.
-დინა არ მინდოდა გწყენოდა,მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ფანტაზიები, შიშები და იდუმალი სურვილები ქვეცნობიერში ღრმადაა ჩაფლული ისე, რომ ხშირად მას თავადაც ვერ აცნობიერებს. მაგალითად, ღალატი შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მის სამომავლო გეგმას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაუგეგმავად ჩაიდინოს ეს.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ვამართლებ და შენ გადანაშაულებ. კიდე ერთხელ გიმეორებ,ადამიანს იმდენი ძალა უნდა შეწევდეს საკუთარ ბინძურ ნება-სურვილებს შეეწინააღმდეგოს. ნამდვილი კაცისთვის ღირსების საკითხია ეს... თან ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა ერთფეროვანი ხდება.ეს ერთგვარი გამოცდაა ორ ადამიანს შორის არსებული გრძნობის,უნდა ეცადონ რომ ეს ერთფეროვნება მრავალფეროვანი გახადონ. პრობლემებს არ უნდა შეუშინდნენ,იქეთ შეაშინონ უნდა ცხოვრებისეული სირთულეები, - გაეღიმა, - და ღალატიც არ იქნება მერე.ერთმანეთის ინტერესი არ უნდა დაიკარგოს ურთიერთობაში მთავარი ესაა. - მითხრა და მომეხვია. როგორც წიწილა კრუხის ფრთის ქვეშ,თბილად და დაცულადაა ისე ვგრძნობდი მეც თავს მასთან. "ჩემი ბედნიერება და ჩემი მომავალი-ჩემი სვანი", ვიმეორებდი გულში და მეღიმებოდა.-გასაგებია რაც ვთქვი?
-კი გასაგებია. - ვუთხარი და ავხედე.
-ჰოდა ნერვებს ნუ მიშლი ხოლმე თორემ გაგექცევი სხვასთან მერე.- მითხრა სიცილით..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3