,,ადამიანებს მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის ადამიანობას… შეხედე შენს თავს სარკეში და რაც ჩემი მსგავსი დაინახო, დაასამარე… წაშალე და დაივიწყე, შვილო… შენს თვალებში აუცილებლად ნახავ ბაბუას სახეს… მის ლამაზ სულს და ეცადე, ამ სულით იცხოვრო… გაგიჭირდება სიკეთით ცხოვრება, მაგრამ სჯობს შენ დაგიშავონ რამე, ვიდრე სხვას ატკინო… არ მისცე თავს უფლება, ჩემი გენი დაგეპატრონოს… ებრძოლე ჩემს ცუდს შენში, შვილო… და ილოცე ჩემი სასტიკი სულისთვის… ილოცე, გთხოვ”.
მას შემდეგ წლები გავიდა… როგორც იქნა ექიმის დიპლომი ავიღე და ოჯახიც შევქმენი… ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე რომ პატარას ველოდებოდი… მეუღლე სიხარულით ცას ეწია, სახლის სხვენი გამოაღო… გამიკვირდა იქ რას ეძებს მეთქი … სხვენიდან დიდი რახარუხით რაღაც ჩამოიტანა კიბეზე…სახტად დავრჩი…მითხრა ჩვენი შვილი აკვანში უნდა გაიზარდოს როგორც ნამდვილი ქართველიო…მეც ამ აკვანში გავიზარდე და ჩემი შვილიც ასე იქნებაო, გამეცინა… რა დროს აკვანია საიდან მოიტანე, ან სად ნახე-თქო… სიტყვა ბანზე ავუგდე… ოცდაშვიდი წლის წინ მამას და დედას, რომელიც ჩემზე ორსულად ყოფილა,მატარებელში ვიღაც მოხუცებთან უმგზავრიათ და იმათ უჩუქებიათო… გავშრი… მერე დიდხანს, გაგიჟებით ვკოცნიდი დამტვერილ, დაობებულ აკვანს და დროდადრო ტირილნარევი სიცილით ავხედავდი მეუღლის გაოცებულ თვალებს..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3