" დედაჩემს მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა. მე ის მძულდა...ის დამაბრკოლებელი იყო.ის მზარეული იყო მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის,ოჯახი რომ ერჩინა. ერთ დღეს ის მოვიდა სკოლაში და მომესალმა.მე შეცბუნებული ვიყავი.როგორ შეეძლო ეს ჩემთვის გაეკეთებინა? მე ის უარვყავი და გავეცალე მის შემზარავ სახეს.მეორე დღეს სკოლაში ერთმა ჩემმა კლასელმა მითხრა: ეეე, დედაშენს მხოლოდ ცალი თვალი აქვს!
მინდოდა მოვმკვდარიყავი.მინდოდა დედაჩემი გამქრალიყო. მე ვეკამათე მას და ვუთხარი: თუ მარტო იმიტომ არსებობ რომ სიცილი მომგვარო მე, რატომ არ კვდები ახლავე? დედამ არაფერი მიპასუხა...მე ვერ ვაანალიზებდი რას ვამბობდი იმიტომ, რომ სიბრაზით ვიყავი აღსავსე.მე დამავიწყდა მისი გრძნობები.მინდოდა წავსულიყავი ამ სახლიდან და არაფერი მქონოდა მასთან საერთო. მე ვსწავლობდი გულმოდგინედ და მე მომეცა საზღვარგარეთ სწავლის შანსი.შემდეგ მე დავქორწინდი. ვიყიდე საკუთარი სახლი.მყავდა შვილები.მე ვიყავი ბედნიერი ჩემი შვილებით და ჩემი ცხოვრებით. ერთ დღეს დედაჩემი მეწვია.დიდი ხანი იყო გასული რაც ნანახი არ ვყავდი ,არც მე და არც შვილიშვილები.როდესაც ის კარებთან იდგა ჩემი შვილები დასცინოდნენ და მე მას ვუყვირე დაუპატიჟებლად მოსვლისთვის: როგორ გაბედე ჩემს სახლში მოსვლა და ჩემი სვილები შეაშინე! ახლავე გადი ჩემი სახლიდან!!!
დედამ წყნარად მიპასუხა: ვწუხვარ, როგორც ჩანს შემეშალა მისამართი. და ის გაუჩინარდა.
ერთ დღეს, ჩემს სახლში მოვიდა წერილი სკოლის გაერთიანების შესახებ. მე მოვატყუე ჩემს ცოლს, რომ მივდიოდი ბიზნეს შეხვედრაზე დროებით. გაერთიანების შემდეგ, ცნობისმოყვარეობის მიზნით მე წავედი ძველი ქოხის სანახავად.მეზობლებმა მითხრეს ,რომ დედა გარდაიცვალა.ცრემლიც არ გადმომგორებია თვალიდან. მათ გადმომცეს წერილი,რომელიც დედას სურდა რომ წამეკითხა.
"ჩემო უძვირფასესო შვილო, მე ვფიქრობ შენზე გამუდმებით, ვწუხვარ,რომ შენს სახლში მოვედი და შევაშინე შენი შვილები. მიხარია,რომ ჩამოხვედი სკოლის გაერთიანებაზე.მაგრამმ ცუდია,რომ შენი ნახვა აღარ შემიძლია.ბოდიშს გიხდი,რომ მუდმივად გზარავდა ჩემი არსებობა,როდესაც შენ იზრდებოდი. შენ ხედავ...როდესაც შენ ძალიან პატარა იყავი უბედური შემთხვევა შეგემთხვა, და შენ დაკარგე ცალი თვალი. მე არ შემეძლო ,ვმდგარიყავი და მეყურებინა როგორ იზრდებოდი ცალი თვალით.
ასე რომ მე ჩემი თვალი მოგეცი შენ.მე ვარ ამაყი,რომ ჩემი შვილი ხედავს სამყაროს ჩემით, ჩემს ადგილას, ჩემი თვალით.
უზომი სიყვარულით,დედაშენი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 76