ერთი მოხუცი, ბრძენი ჩინელი, დათოვლილ მინდორში მიდიოდა და მოხუცი ქალი დაინახა, რომელიც ტიროდა.
– რატომ ტირი? – ჰკითხა მან.
-იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე დავფიქრდი, ახალგაზრდობაზე, სილამაზეზე, რომელსაც სარკეში ვხედავდი და კაცზე, რომელიც მიყვარდა. ღმერთი უმოწყალოა,რადგან მეხსიერების უნარი მომცა. მან იცოდა, რომ მე ჩემი ცხოვრების გაზაფხულს გავიხსენებდი და ვიტირებდი.
ბრძენი იდგა დათოვლილ მინდორში, ერთ წერტილს მისჩერებოდა და თან იღიმებოდა. უეცრად, ქალმა ტირილი შეწყვიტა და მას ჰკითხა:
– რას უყურებთ?
– ვარდების მინდორს, – უპასუხა ბრძენმა -ღმერთი ძალიან სულგრძელი იყო ჩემს მიმართ, რადგან მეხსიერების უნარი მომცა. მან იცოდა, რომ ზამთარში გაზაფხულს გავიხსენებდი და გამეღიმებოდა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6