
ხე რომ კარგად მორწყო წვიმამ, ბერმა გააგრძელა ლოცვა: „ახლა კი, ღმერთო, გთხოვ, გამოანათოს მზემ, ჩემს ხეს ხომ სითბო სჭირდება.“ ღმერთმა ეს თხოვნაც შეუსრულა ბერს. ხე იზრდებოდა. ბერი აგრძელებდა მისთვის ლოცვას: „ღმერთო, გამოგვიგზავნე ცოტა ყინვა, რათა გაუმაგრდეს ჩემს ხეს ტოტები და ფესვები.“ ღმერთმა ეს თხოვნაც შეუსრულა და ყინვამ ხე გაახმო. ბერი დადარდიანდა. მეორე ბერთან წავიდა, რათა ეს ისტორია ეამბნა მისთვის და მწუხარება გაეზიარებინა.
„მეც მაქვს ზეთისხილის ხე,“ − უპასუხა მეორე ბერმა. მისი ხე მშვენიერი იყო. „მაგრამ მე სხვა რამეს ვევედრებოდი ღმერთს. მე ვამბობდი, რომ ის იყო ამ ხის შემქმნელი და ისე მოქცეულიყო, როგორც თავად ჩათვლიდა სწორად. მე მხოლოდ ხეზე ზრუნვას ვთხოვდი უფალს და ის უკვე დიდი ხანია ამ თხოვნას მისრულებს.“


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5