-
ადამიანს სუფთას...
სიმართლით და სიყვარულით,
რომ არსებობს, სუნთქავს...
არც სიმდიდრე, არც დიდება,
არად მიღირს, კარგო!
რადგან ჰქვია - დასაკარგი
და დრო რაში ვკარგო?!
მაგრამ სულის სამკაული -
სიკეთე და რწმენა.
არის წმინდა საზღაული
შეჭირვება, თმენა...
როგორ ვიყო, ასე მცირე?!
რომ დავკარგო სული!
და სანაცვლოდ მქონდეს
ბევრი, ბევრი, ბევრი ფული...
რაა წმინდა, ღმერთზე მეტი?!
რაა სიტყვა, უფლის?!
ამის მეტი მე რა მეთქმის,
შემრჩეს ძარღვი შუბლის!
დავაფასო ცხოვრებაში,
კაცი წმინდა, სუფთა...
სიმართლით და სიყვარულით
არ შევწყვიტო სუნთქვა!
არ მჭირდება, არც სიმდიდრე,
არც სიუხვე ხელის...
ოღონდ შემრჩეს - სული წმინდა
და გრძნობები წრფელი...
06/02/2016 წ.
ნინო ახალაშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев