Предыдущая публикация
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავარჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.
მე შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით.
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავარჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 14