Предыдущая публикация
საქათმესთან ატუზულა
ორი წუწკი მელია,
ვერსაიდან ვერ გათხარეს
შესაძრომი ხვრელია,
წუწუნებენ - დავიღალეთ,
ძალა გამოგველია,
ვერც ფიცარი გამოვხარით,
მაგარი და სქელია.
ამ ჩვენს დროში ლუკმის შოვნა
ვაი, რარიგ ძნელია...
ამ დროს ტყიდან გამოსძახებს
ბუთქუსუნა ბელია -
რატომ უნდა მოიპაროთ
ქეთო ბებოს ქათამი?
მოდით ერთად ვახრამუნოთ
სიმინდი და ატამი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2