Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
გადავაწყდი კუკლა ქალსა,
თვალი ვეღარ მოვაცილე
მის ლოყაზე ციცქნა ხალსა,
მის ჟუჟუნა თვალებსა და
ტუჩებსა და კოხტა ცხვირსა...
"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა"
ამიდუღდა სისხლი ძარღვში -
მიდი ბიჭო, რამე ქენი,
მივედი და ხელში შემრჩა
გაყინული მანეკენი.
ცოცხალი რო ყოფილიყო,
ამომდებდა პანჩურასა,
აწი ცოლი თუ მიგუებს
ბებერსა და ჩანჩურასა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 27