************************************************************
ცაზე ღრუბლები გაწოლილა, ტირის ბუნება,
სულის სხეულთან განშორების დრო-ჟამი დგება.
ქალი, რომელიც ფრთაგაშლილი ფრინავდა ზეცად,
ფრთებმოტეხილი დამხობია მეუღლის ცხედარს.
გაქრა წარსულმა გაიყოლა ის სითამამე,
ქმრის გვერდი რასაც ვერაფერი ვერ ერეოდა,
სიყვარულს, ვინაც ხელისგულზე წლობით ატარა,
უკანასკნელად კოცნიდა და ეფერებოდა.
"ქვრივი გქვიაო,"-ჩასძახოდა ხმა უხილავი,
დედ-მამის როლი გაკისრია აწი დღეიდან,
არ გაქვს უფლება უღალატო კანონს უწერელს
და თუ დაგჭირდა, ამოიყვან გველსაც ხვრელიდან.
ქალი- ძლიერი, ქალი-დედა, ქალი-მამაცი,
ეს ყველაფერი შენში არის, სულში ეძიე,
გამოიღვიძე, შეებრძოლე წარსულს, მომავალს,
არ შეუშინდე და ეს მძიმე ტვირთი ეწიე.
მოსთქვამდა ქალი, მისი ცრემლი ზღვას ერეოდა,
დადუმდა ირგვლივ ყოველივე, ცა ბნელდებოდა.
მიწა ფეხიდან ეცლებოდა, სული კვნესოდა,
ქალის გული კი ნელა ნელა, უხმოდ კვდებოდა.
მას შემდეგ ასე დააბიჯებს ქალი გულმკვდარი,
უიმედობა, მარტოობა გადაეღობა,
ნუ გაუბედავთ ზედმეტ სიტყვას ნუ შემოჰკადრებთ,
ქვრივი რომ არის სადარდებლად ესეც ეყოფა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
Cxovrebashi ki sul sxva ram xdeba...
Adamianebs tkivils vayenebt..ise rom ver vxvdebit...
Saamayoa agzrdili shvili ase vgagaebt...
Adamiano!!!guli gaxseni..sulis simshvide..
Martoobashi ra sachiroa amao yofa?shvili gazrdili da bolos sicariele....