მოკლეთ გულის ფანცქვალით იკეთებ ტესტს და ჰოი საოცრებავ 2 წითელი ხაზი. 2 კვირა დაბნეული დადიხარ ჯერ თვითონაც არ გჯერა, მერე იწყება ტოქსიკოზი და მალევე უნიტაზი შენი საუკეთესო მეგობარი ხდება :) ხვდები ნაცნობებს, გილოცავენ და თან აყოლებენ: უი როგორ გამხდარხარ! - მადლობა ტოქსიკოზს. თუ გაგიმართლა 3 თვის შემდეგ გაქრება ტოქსიკოზი, ჰო მერე იწყებ მაცივართან დღე ღამის თენებას, სულ გშია სულ რაღაც გინდა თან არ იცი რა, თუ რამე გითხრეს თავს იმართლებ: ბავშვს უნდა! კიდევ ყველაფერზე რომ 2 წლის ბავშვივით გეტირება და გული გიჩუყდება, აი მაგალითად ხეს ფოთოლი მოსწყდა, საწყალი ხე და საწყალი ფოთოლი :(
რა მოსაბეზრებელია ერთიდაიგივე კითხვები: როდის ელოდები? გოგოა თუ ბიჭი? რას არქმევ? შუბლზე უნდა დაიწერო რომ აღარ გკითხონ, თან მუცელზე რომ ხელებს გიფათურებს ყველა და შენც უხერხულად უღიმი...
მთელი დღის დაღლილი ღამე რომ დაწვები და მუცლიდან ბავშვი რომ გირტყავს, როგორი ბედნიერი ხარ ამ დროს, მერე თანდათან ბრაზდები რომ აღარ ჩერდება და არ გაძინებს, თუ მოხდა სასწაული და ჩაგეძინა ღამე ათჯერ მაინც უნდა გაგეღვიძოს, ან გადაბრუნება გინდა ან მოგშივდა ან კიდევ ბავშვს შენი შარდის ბუშტი ბატუტი ჰგონია და ზედ საყვარლად ხტუნაობს. ჰო კიდევ ბოლო თვეში რომ სივდები განა სუქდები, სივდები! აღარაფერში რომ არ ეტევი, ფეხზე 5 ზომით დიდი ფეხსაცმელი რომ გაცვია, ღმერთო რა საშინელი შესახედია ეს დასიებული ფეხები O.o წელის ტკივილზე აღარაფერს ვამბობ, ვაი ვუის ძახილით რომ დადიხარ მთელი დღე.
თანდათან გახვედი ბოლოში ისეთი მძიმე ხარ დილით ამწეკრანი თუ აგაყენებს საწოლიდან :(
ვეღარ დადიხარ უკვე დაგორავ, დღეებს, საათებს და წუთებს ითვლი... აი ამ ყველაფრის მიუხედავად ისეთი მაგარი გრძნობაა ორსულობა, მთელი 9 თვე სითბოთი და სიხარულით ხარ სავსე, აუცილებლად ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა!!! ყველას ბედნიერ ორსულობას და დედობას გისურვებთ <3


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13