რა თქმა უნდა დატოვებს კვალს,
სუნამოს სურნელს და სიტყვას სწრაფს,
ჩამქრალი სიყვარულის უხილავ ლანდს....
არ აწყენინო, გაუფრთხილდი ქალს,
მის გარეშე ცხოვრება დაკარგავს აზრს,
"კაი" მეგობარი ვერ შეცვლის ნაცნობ ხმას,
ვერ გააღვიძებს შენში გრძნობათა ალს...
აჩუქე ლამაზი სიტყვები, იმას ვინც გყავს,
ნუ დაუწყებ მუდმივად უაზრო კამათს,
უნდობლობით ნუ მოაბეზრებ თავს,
ნუ ამცნობ ქვეყანას, წყენაში ნათქვამს....
ადგება ქალი და გაიხურავს კარს,
შენ კი ყველაფერს გაატან ქარს_
ქარი გულგრილად წაიღებს ოცნებას,
და დაგიტოვებს მხოლოდ "მეგობარს"....
მერე, ქვეყანაც რომ შემოიარო.
ვერასდროს ვეღარ იპოვი ისევ იმ ქალს,
ის უხმოდ წავა შენი ცხოვრებიდან,
რასაც ვერ აპატიებ საკუთარ თავს.....
ნ.იაშვილი
06.02.2016


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6