იცით, ამ ფოტოს რო შევხედე, გამეღიმა, თან ცრემლი მომადგა... ყველაზე საყვარელი ადამიანები მოხუცები არიან... მათ თვალებში იმდენ რამეს ამოიკითხავ, მათი ხედვა იმდენს ნიშნავს... დრო გადის და არ ჩერდება... ალბათ, ამ ბაბუს, როგორ ახსოვს რამდენიმე ათეული წლის წინაც ასე,''ძლივს'' რომ დადიოდა, ოღონდ, ''ყავარჯნების მაგივრად დედის მკლავებს ებღაუჭებოდა...'' არც მაშინ ჰქონდა ბაბუს კბილები, არც ახლა... ვერც მაშინ შეეძლო ბებოს სწრაფად სიარული, ვერც ახლა... დრო გადის და არ ჩერდება... მშობლები აღარ არიან, ბებო და ბაბუ ვეღარ ჩაგიხუტებენ და თავიანთი ფუმფულა ხელებით ვეღარ მოგეფერებიან, შენ წარმატება მათ ცხოვრებით დაბრძენებულ სახეებს საყვარელ ღიმილს ვეღარ მოჰფენს, შენი ტკივილი მათ ფუმფულა ლოყებზე ცრემლს ვეღარ ჩამოაგორებს... ახლა მხოლოდ კარგი მოგონებებიღა დარჩა. ადრე ცხადში ხედავდი, ახლა თვალს თუ დახუჭავ და გონებას დაძაბავ, მხოლოდ მაშინ შეძლებ შორეული წარსულიდან დიდი სიყვარულის ამოკრეფას... დრო გადის და არ ჩერდება... დრო გებრძვის, დრო ცდილობს დაჩაგვრას, მაგრამ ის უძლიერესი იარაღი, რომელიც ხელში გიკავია, არის სიყვარული, იარაღი ყველაზე მჭრელი, გაუტეხელი... სწორედ სიყვარულია მათი სიცოცხლის ელექსირი, დარჩენილი წლების ერთადერთი მიზანი შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა და სიყვარულია ♥ მე, პირადად, ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მათი ჭურჭელი ამ ელექსირისგან არ დაიცალოს, პირიქით, გარეთ გადმოდიოდეს... დრო გადის და არ ჩერდება... ჩემი აზრით, მოხუცებს დიდ დროს უნდა ვუთმობდეთ ჩვენ, სიცოცხლის ხალისით აღსავსენი... მე მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება ის ჯადოსნური ხმა, რომელიც დედის მკლავებში ყოფნისას ჩამესმოდა ''ვარსკვლავებს ეძინებაათ, თვალები ეხუჭებათ, ძილში ფერად ფერადიიი, სიზმრები ესიზმრებააათ...'' არასოდეს! ''ბებო'', ''ბაბუ'' - ჯერ სიტყვებს შეხედეთ, მარტო სიტყვიდან რამხელა სითბო მოდის და მერე თვითონ ბებო და ბაბუ... Iphone-ის პროგრამა ''Siri''-სთან ლაპარაკს არ სჯობს ბაბუს და ბებოს ელაპარაკო? ნამდვილად სჯობს, ჩემთვის ასეა... ჩვენც დავბერდებით, ჩვენც დავბრძენდებით, ჩვენც გვეტკინება, ჩვენც გვეწყინება და თუ ხელში ის გაუტეხელი იარაღი არ გვეჭირა, დრო დაგვმარხავს... ამიტომ უნდა ვლესოთ და ვჭედოთ ის იარაღი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ბოლოში უსუსურნი არ ვიყოთ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი - ეს ყველაფერია... ჩვენც აღარ ვიქნებით და, ოდესღაც, ალბათ, ჩვენც ვიქნებით ის გადანაშთები, წარსულიდან რომ ამოგვკრეფენ ჩვენი შთამომავლები, ან იქნებ სულაც გავქრეთ, უსიყვარულოდ... ასეა, იარაღი გვჭირდება, სუ ყველას! ის იარაღი, ყველაფერს რომ ლეწავს... ხომ ვამბობ, დრო გადის და არ ჩერდება...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8