
შენი დედიკო წლების წინ ვნახე,
დაბადებიდან დღემდე ვხატე.
ოცნებას ფრთები შევასხი ხილვით,
შენი დედიკოს... შენი მშობლის...
შენი დედიკო...
დედიკო...
დედა...
მისი წიაღი- შენი სავანე,
თბილი და მყუდრო,
ყველაზე ტკბილი.
მე კი მამა ვარ!!!
მა... მა...
-მა -მა
შენს წარმოდგენას ვცდილობ და ვხარობ.
გხედავ მოძრაობ და ფეხებს მირტყამ.
ხან ტკბილად გძინავს,
ან სულაც ხტიხარ.
მუსიკას უსმენ, თუ ჩემს ხმას ეტრფიხარ.
საოცრება და სასწაული ხარ...
უკვე მიყვარხარ და...
იცი ?
გ ხ ე დ ა ვ .


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8