მიწაზე რაცრაცით რომ დაბანჩალებენ,
რა საყვარელი ხარ,გულში გეხუტუნე,
უფალი გაგზრდიდეს და გაგამრავლებდეს.
ანგელოზი ხარ,მიწაზე მოვლენილი,
უსპეტაკესი ხარ სულითაც,გულითაც,
თვალნი გაქვს სიწმინდის შუქით მოფენილი,
მართვე ხარ აფრენილი მშობლების ბუდიდან.
იარე,იზარდე,იხარე პატარავ,
უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის,
ბედი გაქვს,შენ ისეთ ადგილზე დაგბადა
მჯერა, რომ ღვთის მადლით სიკეთე მოგელის.
უფალმა დალოცოს გზა შენი სავალი,
გინათოს გონი და გახაროს ქართველო,
არც შენ დაახანო გალაღდი,გამრავლდი
და გახდი ქვეყნისთვის მართლაც სასახელო.
ყოველთვის გახსოვდეს მშობელთან ვალში ხარ,
გზრდის და შეგხარის,დაგყვება კვალდაკვალ,
ქვეყნის მომავალო,იმედო ხვალისა,
უნდა ასახელო გახსოვდეს მარადჟამს!
/მანანა ბოჭორიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10