თიკო ძამუკაშვილისგან 😘😘😘😘😘😘😘
მასალა:
კვერცხი 5ც
შაქარი 650გრ
კარაქი 150გრ
მაწონი 0.5მლ
ფქვილი 350გრ
გამაფხვიერებელი 1ც
სოდა 0,5 ჩკ
სახამებელი 1ჩ.კ.
ლიმონი 2ც
ვანილი 3 ც
ვაშლი 1,5 კგ
მომზადება:
ავიღოთ 5 კვერცხი და გავაცალკეოთ გული და ცილა ერთმანეთისგან. გულებს დავამატოთ 250 გრ შაქარი და ავთქვიფოთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ გამდნარი ოთახის ტემპერატურის კარაქი, გამაფხვიერებელი, სოდიანი მაწონი, 1ც. ვანილი, 1ც. ლიმონის ცედრა და წვენი, 1ჩ.კ სახამებელი , ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ . ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე. 35 წთ ში სანახევროდ რომ გამოცხვება გამოვიღოთ ბისკვიტი და დავადოთ წინასწარ მომზადევული ჯერ ვაშლის პიურე და შემდეგ ბეზე, ბეზეს ზემოდან მოვახეხოთ ნახევარი ლიმონის ცედრა და კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში 15-20 წთ.
ვაშლის პიურე: 1,5 კგ უმჯობესია ბანანი ან გოლდენი ვაშლი გავფცქვნათ და დავაბლენდეროთ დავაყაროთ 100 გრ შაქარი (თუ ვაშლი ტკბილი არ იქნება მეტი შაქარიც შეგიძლიათ დააყაროთ) და დავდგათ დაბალ ცეცხლზე 10წთ. ჩავახეხოთ ნახევარი ლიმონის ცედრა, დავამატოთ ერთი ვანილი და გავაციოთ.
ბეზე: 5კვერცხის ცილას დავამატოთ 300გრ შაქარი 1ც ვანილი და ავთქვიფოთ მაღალ სიჩქარეზე ,სანამ მაგარ და პრიალა მასას არ მივიღებთ.
გემერიელად მიირთვით.პ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6