
ინგრედიენტები:
კიტრი 5 კგ
აყვავებული კამა 7-10 ძირი
ნიორი 1 თავი
პირშუშხა 30 ფოთოლი
შავი წიწაკის მარცვლები 1 სკ
მწარე წითელი წიწაკა 4-5 ცალი
მარილი 6 სკ
მდუღარე წყალი 3 ლ
1. გარეცხეთ კიტრი და დატოვეთ ცივ წყალში 2 საათი.
2. მსხვილად დაჭერით მწვანილი, გაარჩიეთ ნიორი, დატეხეთ პირშუშხას ფოთლები და ეს ყველაფერი ემალირებული ჭურჭლის ძირზე ჩააფინეთ, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და მთელ-მთელი წითელი წიწაკა. ჩააწყვეთ კიტრი და გაიმეორეთ ასე სანამ ინგრედიენტები არ გათავდება. ბოლო ფენა კიტრს მოაწყვეთ, მხოლოდ, პირშუშხას ფოთლები.
3. დაასხით 3 ლიტრა ცხელი წყალი, დაადეთ სიმძიმე და დატოვეთ 2-3 დღე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 19