ინგრედიენტები:
ფილოს ცომი 450 გ
ნიგოზი და ნუში 450 გ
გამდნარი კარაქი 250 გ
დარიჩინი 1/2 ჩ.კ
1 ფორთოხლის ცედრა
ლიმონის წვენი 2 ს.კ
შაქარი 200 გ
წყალი 250 მლ
თაფლი 120 გ
ვანილი
ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) 2 ცალი
დააქუცმაცეთ ნიგოზი და ნუში, შეურიეთ დარიჩინი. ფორმას წაუსვით კარაქი. ცომი - თუ დიდი ზომისაა, დაჭერით ფორმის ზომაზე. სამი ფენა ცომი ჩააფინეთ ფორმაში, სამივეს წაუსვით კარაქი. მოაყარეთ ნიგვზის თხელი ფენა, დაადეთ ფილოს ცომი, კვლავ წაუსვიტ კარაქი და ისევ მოაყარეთ ნიგოზი. ასე გაიმეორეთ, სანამ ნიგოზი არ დამთავრდება. ბოლოს ზემოდან დააფინეთ 4 ფენა ფილოს ცომი, მხოლოდ კარაქწასმული, ნიგვზის გარეშე.
ბასრი დანით დაჭერით კვადრატებად ან რომბებად. გამოაცხეთ 1 სთ 160 გრადუსზე
მოამზადეთ სიროპი: წყალი და შაქარი დადგიტ ცეცხლზე. შაქარი რომ გადნება, დაამატეთ თაფლი, ანისი, ვანილი, ლიმონის წვენი და ფორთოხლის ცედრა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთი. დაასხით ეს სიროპი გამომხვარ ბაქლავას და გააციეთ


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3