ინგრედიენტები:
ცომი:
კვერცხის გული 9 ცალი
შაქარი 1,5 ჭიქა
არაჟანი 2 ს/კ
სოდა 1 ჩ/კ
კარაქი ან მარგარინი 250 გ
ფქვილი 4 ჭიქა
მწიკვი მარილი
ვანილი
კრემი:
კვერცხის ცილა 9 ცალი
შაქარი 1 ჭიქა
კაკაო 1 ს/კ
მოხალული ნიგოზი გატარებული, 1 ჭიქა
ვანილი
მინანქარი
კაკაო 3 ს/კ
შაქარი 1 ჭიქა
რძე 4-5 ს/კ
კარაქი 100 გ
ტაბულა
მომზადების წესი:
ცომი
კვერცხის გული, შაქარი, მარილი და ვანილი ავთქვიფოთ.
არაჟანში (ან მაწონში) გავხსნათ სოდა და ჩავუმატოთ
კვერცხის მასაში, ამ ყველაფერს დავუმატოთ გამდნარი ან
დარბილებული მარგარინი, ან კარაქი და ფქვილი. ცომი
გავყოფთ სამ ნაწილად და გამოვაცხობთ ფირფიტები.
კრემი
9 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ
ვანილი, კაკაო და ნიგოზი.
მინანქარი
კაკაო და შაქარი ავურიოთ, გავხსნათ რძეში (ან წყალში),
დავუმატოთ კარაქი და წამოვადუღოთ. ფირფიტებს შორის
წავუსვათ კრემი, ზემოდან კი მინანქარი წავუსვათ. არ გაგიცივდეთ
მინანქარი, თორემ მაგრდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11