დილას,
ახალგაღვიძებულმა ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და მეზობელი დაინახა, რომელიც
გასაშრობად გარეცხილ ტანისამოსს ფენდა.
- შეხედე, რა ბინძური ტანსაცმელი აქვთ, - უთხრა ცოლმა ქმარს.
მაგრამ ის გაზეთს კითხულობდა და ყურადღება არ მიუქცევია.
- ალბათ ცუდი საპონი აქვთ, ან იმ ქალმა საერთოდ არ იცის რეცხვა.
კარგი იქნება თუ ვასწავლი.
და ასე ყოველ ჯერზე, როცა მეზობელი სარეცხს ფენდა, ცოლს უკვირდა, როგორი
ბინძური იყო ის.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ფანჯარაში გაიხედა, წამოიძახა:
- ნახე! დღეს უკვე სუფთა სარეცხი აქვთ ! როგორც იქნა უსწავლია რეცხვა !
- არა არა, - უთხრა ქმარმა, - უბრალოდ დღეს ადრე ავდექი და ფანჯრები
გავწმინდე.
ასე ხდება ჩვენს ცხოვრებაშიც.
ყველაფერი იმ ფანჯარაზეა დამოკიდებული, რომლიდანაც ვუყურებთ რეალობას.
და მანამ სანამ სხვებს გავაკრიტიკებთ, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გული
და განზრახვები სუფთაა


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5